"ცვარა" - ქართული სამკაულის მწარმოებელი  ქართული კომპანია და  პროფესიონალი მხატვარ-იუველირებით დაკომპლექტებული გუნდია.კომპანიამ, მისი მთავარი დიზაინერისა და მეცნიერ-იუველირის, ვაჟა ქუთათელაძის უშუალო კვლევებით აღადგინა და თანამედროვეობაში დააბრუნა უძველესი საოქრომჭედლო შემკობის ხერხი:"ცვარა" (გავარსი).  "ცვარას" გარდა, კომპანიის ოქროსა და ვერცხლის სამკაულის ხაზში გამოყენებულია  ისეთი  ანტიკური ტექნოლოგიები, როგორიცაა: გრანულაცია, სევადა, ფილიგრანი, ტიხრული და ვიტრაჟული მინანქრი და ამ ეტაპზე კომპანია ერადერთია მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც კომპლექსურად იყენებს ზემოთ აღნიშნულ ტექნოლოგიებს თავის სამკაულში. თავად ტექნოლოგია "ცვარა" (გავარსი) ნიშნავს ნივთის შემკობას ზედ დარჩილული ოქროს ან ვერცხლის წვრილი ბურთებით. კლასიკური "ცვარა" ხელით დამუშავებული და ერთმანეთზე მირჩილული 0,1-0,2 მმ. დიამეტრის მქონე ძვირფასი მეტალის ბურთებია.  იმ თვალისმომჭრელ მხატვრულ არსენალში, რომელიც ქართული საოქრომჭედლო სკოლის თავისთავადობას ქმნის, უმთავრესია სწორედ "ცვარა" და მისი დაწყობის წესი, რაც უხვადაა წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ საკიდებსა და საყურეებზე.