დეტალური აღწერა:
ოქრო - 585 სინჯი (14K). წონა - 5.35 გრამი. ბრილიანტი - 0,075 K. სიგრძე - 3 სმ.
ნაკეთობა შემკულია უძველესი საოქრომჭედლო ტექნოლოგიით - "ცვარა". "ცვარა" როგორც კულტურული მემკვიდრეობა, წარმოდგენილია ქართული საიუველირო ნაკეთობების საუკეთესო, ვირტუოზულ ნიმუშებში. "ცვარა"-ში შესრულებული უძველესი, არქეოლოგიური ეგზემპლარები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ნამუშევარში ფერის სახით გამოყენებულია ე.წ. "ცხელი მინანქრის" ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებისას მინანქრის კრისტალური მასის დნობა 750 გრადუსის სიმხურვალის მეშვეობით ხდება.