×
საყურე
ბეჭედი
სამაჯური
კულონი
ჯვარი
საპიჯაკე
კომპლექტები

წესები და პირობები

მოგესალმებათ "ცვარა" - ქართული სამკაულის კომპანია. 

ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად, აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისას ყურადღება მიაქციეთ, რომ სრულად მოხდეს ყველა საჭირო მონაცემის დაფიქსირება, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის ველში მითითებული იყოს ის მისამართი, რომელზეც უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქციის ჩაბარება. 

  აქ, ამ ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული თითოეული სამკაულის მოდელი,დიზაინი,ფორმა და იდეა, შემუშავებულია "ცვარას" სახელოსნოს შემოქმედებითი გუნდის მიერ და წარმოადგენს სრულიად ახალ, ორიგინალურ ნიშას სამკაულის ბაზარზე. 

დაუშვებელია  ონლაინ-მაღაზიაში წარმოდგენილი სამკაულის ნიმუშების დიზაინისა და ფორმის კოპირება და მით უფრო დაუშვებელია სამკაულის გაყიდვა-გავრცელება  სხვა სავაჭრო ბრენდის ნიშნით. 

გადახდის ფორმები: 

შერჩეული სამკაულის შეძენა ამ ონლაინ პლათფორმაზე  შეგიძლიათ უნაღდო ანგარიშსწორებით/მხოლოდ ქართული ბანკების Visa/Mc ბარათები.

მიწოდების ვადები :

საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში ნივთის მიწოდების ვადებია 1 დან 3 დღემდე, გამომდინარე იქედან თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფება ადრესატი. 

მიწოდების ღირებულება: 

სამკაულის მიწოდების ღირებულება იწყება 5 ლარიდან და არ აღემატება 10 ლარს - გამომდინარე იქედან, თუ საქართველოს რომელ რეგიონში იმყოფებით. 

მიწოდების ღირებულების განულება: 

მიწოდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უფასოა, თუკი შენაძენი აღემატება 150 (ას ორმოცდაათ) ლარს. 

სამკაულის უკან დაბურნების პოლიტიკა:

სამკაულის უკან დაბრუნება დასაშვებია სამკაულის მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მას აღმოაჩნდება რაიმე ტიპის ტექნიკური წუნი.