ნათლობის დღე, მორწმუნეთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია. ნათლობის საიდუმლო კი  იმ საიდუმლოთაგანია, რომელსაც ვერც -ერთი მატერიალური ნივთი  თავისი მნიშვნელობით ვერასოდეს გაუტოლდება. თუმცა,  ნათლობის  ჯვარს, როგორც  ნათლობის დღის განუყოფელ ნაწილს, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მაღალი სიმბოლური დანიშნულება გააჩნია და მისი სწორად შერჩევა ხშირ შემთხვევაში რთული გამოწვევაა  ნათლიებისათვის. არადა ჩვენ, ნათლიები, ჩვენი მომავალი  ნათლულებისადმი საუკეთესო ზრახვებით ყოველთვის ვეძებთ გამორჩეულ ჯვარს - ეს ხომ ჩვენი გულწრფელი სურვილია? მაგრამ აბა დაფიქრდით, რამდენმა ჩვენგანმა შევძელით ამ საუკეთესო ზრახვის პრაქტიკაში განხორციელება? განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ვნათლავთ 40 დღის პატარას, ჯვრის არჩევისას უამრავ დეტალზე გვჭირდება ფიქრი იმისათვის, რომ ნათლულმა უსაფრთხოდ შეძლოს მისი ტარება ჩვილობის, მოზრდილობისა თუ ზრდასრულობის ასაკში.ამ კომპლექსურ  მოთხოვნებს კი, ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებული არჩევანი. 

დილემათა მთელი რიგი ასე გამოიყურება:

“როგორი ჯვარი შევიძინოთ?  “სად შევიძინოთ?” “როგორი დიზაინი   ავირჩიოთ?”

 ”ვის დავუკავშირდეთ?” -”როგორ შევფუთოთ? -”სასაჩუქრე სჭირდება? “

  “აი უცებ, ორ  დღეში მჭირდება და როგორ მოვიქცე?”

- ‘’ და ხარისხის გარანტია?”

     კომპანია "ცვარამ" საკითხის გარშემო არსებულ  ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ  საჭიროებასა და მოლოდონს, ასევე იმ პოტენციურ სურვილებსაც კი, რაზეც მომავალ ნათლიებს ჯერ  არ უფიქრიათ, “ნათლობის ზარდახშის”  ინოვაციური პროექტით უპასუხა.

    ნათლობის ზარდახშა - ფორმის თვალსაზრისით უსაფრთხო,  დიზაინით  მშვენიერი, შემადგენლობით უნივერსალური  ნაკრებია ნათლობის დღისათვის და  ორიენტირებულია  იმ იდეაზე, რომ  რამდენიმე ნათლიის ზრუნვა, დრო  და ბიუჯეტი ერთი ნათლობის დღისა და   საერთო ნათლულის გარშემო გააერთიანოს. რასაკვირველია, ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ნათლიამ, დამოუკიდებლად  შეიძინოს აღნიშნული ზარდახშა.ნათლობის  დღისათვის განკუთვნილ ამ ნაკრებს, თავისი შინაარსის სიზუსტით, პრაქტიკულობით, კომპლექსურობითა და იდეის ინოვაციურობით ჯერ-ჯერობით ანალოგი არ ჰყავს ქართულ სამეწარმეო ბაზარზე. 

 

 ნათლობის ზარდახშაში წარმოდგენილი ნაკრები შემდეგი კომპლექსურობით წარმოგვიდგება: 

 “ნათლობის ზარდახშა ოქროს ჯვრით” და “ ნათლობის ზარდახშა ვერცხლის ჯვრით”

  ოქროს ჯვრის ზარდახშას შემდეგი შემადგენლობა აქვს : 

▪︎ ოქროს მთავარი ჯვარი - ორი დიზაინის სეგმენტაციით / გოგონებისა და ვაჟებისათვის  ცალ-ცალკე დიზაინია განსაზღვრული.

 მეტალი - ოქრო 750 სინჯი.

ზომა - 2.3. სმ. 

 წონა - 1.5. გრ. 

 მაღალი სინჯის ოქროს მთავარ ჯვარს მინანქრის ორი ფერი ამშვენებს : ვაჟებისათვის მუქი ლურჯი, გოგონებისათვის კი შინდისფერი. მთავარი ჯვარი  შემკულია ცვარნამის ტექნიკით და ცვარას ოქროს ბურთები გასდევს როგორც რელიეფის კიდეთა კონტურზე, ასევე ცენტრში ქმნის კიდევ ერთ შიდა ჯვარს.

ვერცხლის ჯვრის ზარდახშაში შედის:

ვერცხლის  მთავარი ჯვარი - ორი დიზაინის სეგმენტაციით / გოგონებისა და ვაჟებისათვის  ცალ-ცალკე დიზაინია განსაზღვრული

 მეტალის სინჯი - 925, ვერცხლი.

 ზომა - 2.3. სმ. 

 წონა - 1.5. გრ. 

 მაღალი სინჯის ვერცხლის  მთავარ ჯვარს მინანქრის ორი ფერი ამშვენებს : ვაჟებისათვის მუქი ლურჯი, გოგონებისათვის კი მეწამული. 

  ვერცხლის მთავარი ჯვარი ასევე შემკულია ცვარნამის ტექნიკით და ცვარას ვერცხლის ბურთები გასდევს როგორც რელიეფის კიდეთა კონტურზე, ასევე ცენტრში ქმნის კიდევ ერთ "შიდა ჯვარს".

■ ზარდახშის შემადგენლობაშია და  მასში განთავსებულ   მთავარ ჯვრებს (ვერცხლსაც და ოქროსაც) ასევე მოჰყვება ჩვილობისას სატარებელი ჯვარი : მინიატურა - 925 სინჯის ვერცხლში. “სატარებელი ჯვარი” გამშვენებულია ცვარნამით და წარმოადგენს ჩვილებისათვის განკუთვნილი უსაფრთხო დიზაინის მშვენიერ მაგალითს - მისი ყველა კუთხე არის ოვალური და ზედმიწევნით  დამუშავებული, რაც გამორიცხავს ბავშვის ნაზი კანის დაზიანებას, ან გაკაწვრას. ჯვარს მოჰყვება გამძლე ფაქტურის თოკი, რომლის მოგლეჯასაც პატარა ვერ შეძლებს შემთხვევითობის პრინციპით და ამით, ნათლობის სატარებელი ჯვრის დაკარგვის ალბათობასაც გამოვრიცხავთ. 

ნათლობის ორივე  ნაკრები  (ოქროს და ვერცხლის)  მოთავსებულია  სპეციალურად ნათლობის დღისათვის შექმნილ ხის  ზარდახშაში : 

  ზარდახშის შიგთავსი გადაწყვეტილია ხის ბუნებრივი ფერისა და მეწამული ფერის ნაზავში; კომფორტულად  იხურება და იღება ზარდახშის შიდა რელიეფში დამონტაჟებული მცირე ზომის  უხილავი მაგნიტებისა და გარეთა რელიეფზე დამონტაჟებული ოქროსფერი ჭანჭიკების  საშუალებით. ზარდახშის ხის ბუდეები ზუსტად იმეორებენ ჯვრებისა და მასზე დახვეული თოკების ფორმას. ზარდახშის ზედა ნაწილზე ამოტვიფრულია ნათლობის თარიღი, ნათლულის სახელი და გვარი. ზარდახშის ქვედა რელიეფზე ამოტვიფრულია ნათლიის/ ნათლიების  სახელ-გვარები. 

  ზარდახშის მშვენერი,  მინიმალისტურად დახვეწილი დიზაინი, მისი შიგთავსის კლასიკური იერსახე  და  ზედმიწევნით პრაქტიკული ფორმა, გვიქმნის   სრულყოფილი ერთიანობის განცდას  და თავიდან გვარიდებს უამრავ უხერხულ ფიქრს იმასთან დაკავშირებით - მოეწონებათ თუ არა ჩვენი ნათლობის ჯვარი? ატარებენ თუ არა ჩვენს ნაჩუქარ ჯვარს ჩვენი ნათლულები? ან   როგორ გადავცეთ ჯვარი? რა ფორმით მივიტანოთ , როგორ გავუსვათ ხაზი მას, რომ განსაკუთრებულად ვიფიქრეთ ნათლობის დღეზე?

  დღეიდან,  “ნათლობის დღის  ზარდახშა”  ყველა მომავალ  ნათლიას გაუმარტივებს   ჯვრის არჩევასთან დაკავშრებული მნიშვნელოვანი გადაწყეტილების მიღების პროცესს  და ნათლობის თარიღს აქცევს   ნათლულისადმი გამოხატული  განსაკუთრებული ზრუნვის შთამბეჭდავ დასაწყისად. 







 

  

სტატიის ავტორი აგათა, 2020-11-06