#საყურესასაფეთქლე - უძველესი კოლხი ქალის მოკაზმულობიდან.
#ახალგორის განძში აღმოჩენილი ეს თვალწარმტაცი #სამკაული ძვ.წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნით თარიღდება და მასში თავს იყრის კოლხურ-აქემენიდური საიუველირო ტრადიციები.
#საყურე შედგება #ცვარა- თი გაფორმებული ცხენების #ფიგურებით და მცენარეულ-გეომეტრიული მოტივებით შემკული #ფირფიტებით. ახალგორის არქეოლოგიურ გათხრებში #აღმოჩენილი ეს ფასდაუდებელი #კულტურული განძიც უდაოდ წარჩინებული #ქალბატონის საკუთრება უნდა ყოფილიყო, რადგან არაცერთ სხვა ფენას არ შეეძლო ხელმისაწვდომად ჰქონოდა კოლხი #იუველირების ვირტუოზული ქმნილება.

#კოლხ იუველირებს ამ ტიპის შედევრების შესაქმნელად ლამის ტრაგიკულად რთული გზის გავლა უწევდათ, რადგან ურთულესი იყო სამკაულში ცვარას ტექნიკის გამოყენება. #ცვარასხერხი ნიშნავს ნივთის შემკობას ზედ მირჩილული (შედუღებული) ოქროს ან ვერცხლის უწვრილესი ბურთულებით. მაგრამ, რადგან ბურთულაკების ფორმის შესანარჩუნებელად საჭირო მაღალი ტემპარატურის კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ოსტატებს უნდა მოეფიქრებინათ შემკობის განსაკუთრებული ტექნიკა, რათა მიეღოთ აბსოლიტურად სრულყოფილი და გამძლე ფორმა - ამიტომ ოსტატები ოქროსა და ვერცხლის ბურთულაკებს ვერცხლისწყლისგან მიღებულ წებოვან ხსნარში ამოავლებდნენ კიდევ უფრო მაღალი მდგრადობის მისაღწევად და ამგვარად ადუღებდნენ სამკაულზე. ეს საკმაოდ რთული და #სახიფათო შრომა იყო, რადგან წებოვანი ნივთიერება არც მეტი და არც ნაკლები - ტოქსიკური გახლდათ და მას ოსტატები დიდი რაოდენობით შეისუნთქავდნენ. დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ მათი თავგანწირული საქმიანობა მძიმე შედეგითაც მთავრდებოდა და ოსტატები თავიანთ უმშვენიერეს ნაკეთობებს ეწირებოდნენ.

წყარო - სპუტნიკ საქართველო

სტატიის ავტორი ნია ნანავა , 2020-02-26